ჩუმად ვარ ისევ

21-05-2024, 01:09
64 ნახვა
Aa

მენატრები და ჩუმად ვარ ისევ,
მინდა ეს გრძნობა დავმარხო ძირ-ფესვ,
მენატრები და გიყურებ ისევ,
სიცარიელეს ფიქრებით ვივსებ...

გული კი გიჟობს, გაბედე ისევ -
იქნებ ამჯერად სიხარულს ირგებ...
გული კი გიჟობს - გაბედე ისევ!
გაბედე ისევ... ცრემლებს რად ირგებ?
და ყოველ დილით სიტყვები კვდება,
გრძნობა კი გრძნობად,  წარსული რჩება..

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა