"ბილბაომ" "ატლეტიკოს" აჯობა და ესპანეთის თასის ფინალში გავიდა

+1
1-03-2024, 11:55
122 ნახვა
Aa

ესპანეთის თასის ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრაში „ბილბაომ“ მადრიდის „ატლეტიკო“ დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა.


ბასკებმა პირველი მატჩი სტუმრად 1:0 მოიგეს, ხოლო შინ უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს. მე-13 წუთზე ანგარიში ინიაკი უილიამსმა გახსნა, ხოლო ტაიმის მიწურულს სტუმართა კარში მეორე გოლი ნიკო უილიამსმა გაიტანა და მატჩის ბედი თითქმის გადაწყვიტა.


მეორე ნახევარში მადრიდელთა კარი კიდევ ერთხელ გორკა გურუსეტამ დალაშქრა და მასპინძლებმა 3:0 გაიმარჯვეს, ხოლო ორი მატჩის ჯამში 4:0 მოიგეს.


ესპანეთის თასის ფინალში 6 აპრილს, „ბილბაო“ „მალიორკას“ დაუპირისპირდება.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა