31 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

+1
31-10-2023, 12:39
242 ნახვა
Aa


ვერძი

შესაძლოა, თქვენში ბავშვურმა შურისძიების სურვილმა გაიღვიძოს და ინტრიგებში ჩაერთოთ, დაიწყოთ კომპრომატების მოგროვება და შანტაჟი ყველა იმ ადამიანზე, ვისგანაც რაიმე წყენა გახსოვთ. გაფრთხილდით, ზედმეტი არ მოგივიდეთ.

კურო

ნებისმიერ სიტუაციაში, შეგიძლიათ, იქონიოთ ახლობლების იმედი, ემოციური მღელვარება და შფოთი მოდუნების საშუალებას არ გაძლევთ, ეცადეთ დაიხარჯოთ საქმიანობაში და მეტი ყურადღება დაუთმეთ სხვების იდეებს.

ტყუპები

შესაძლოა, თავი უცხო ადამიანების გარემოცვაში ამოყოთ, რაც თქვენში გარკვეულ შფოთს შემოიტანს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და შეეცადეთ, მშვიდად მოაგვაროთ გაუგებრობები.

კირჩხიბი

ახლანდელ რეალობაში, ყველაფერი, ყველანაირი სიმბოლო მნიშვნელოვანია. დეტალებსაც კი მიაქციეთ ყურადღება, რა განწყობით გაიღვიძეთ, ვის შეხვდით, რა გიპასუხეს... ირგვლივ უამრავი მინიშნებაა, რომელიც გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ.

ლომი

შეეცადეთ, მარტივად და სწრაფად მოაგვაროთ მოულოდნელად წარმოქმნილი გაუგებრობები და დიპლომატიური გზით მოახერხეთ საერთო ენის გამოძებნა. ამგვარი ქმედება აუცილებლად დაგიფასდებათ.

ქალწული

მოჭარბებული ენერგია ეცადეთ, ოჯახზე ზრუნვას მოახმაროთ. თუ საშუალება გაქვთ, დაკავდით საოჯახო საქმეებით, შეგიძლიათ მსუბუქი სარემონტო სამუშაოს ჩატარებაც.

სასწორი

შესაძლოა, დღეს, გარკვეული კავშირები და ურთიერთობები დასრულდეს, გადახედეთ განვლილ გზას, შეცვალეთ მიზნები, გადააფასეთ თქვენი ღირებულებები.

მორიელი

დღეს, მეტ დროს სხვათა საქმეების მოწესრიგებას დაუთმობთ. ფასეული იქნება თქვენი არა მხოლოდ რჩევები, არამედ, მხარში დგომა ქმედებითაც.

მშვილდოსანი

დღეს, დიდი მნიშვნელობა აქვს თქვენს თავდაჯერებულობასა და შეუპოვრობას. საკუთარი ძალების რწმენა დაგეხმარებათ ნებისმიერი საქმის მარტივად გადაწყვეტაში.

თხის რქა

კონფერენციები, დისკუსიები, საქმიანი შეხვედრები დღეს, სავარაუდოდ, მრავლად იქნება. მეტ დროს წაიღებს საქმიანი სფერო. ნუ დაგავიწყდებათ პირადი ცხოვრება და ოჯახი, რათა არ დაირღვეს თქვენი შინაგანი იდილია.

მერწყული

შესაძლოა, უცხოეთიდან საინტერესო მოკავშირეები გამოგიჩნდნენ, ნებისმიერი კომუნიკაცია და მოლაპარაკება, მათი ჩართულობით, სასიკეთო და წარმატებული იქნება.

თევზები

მეტი ყურადღება და სიფრთხილის გამოჩენა გმართებთ ურთიერთობებში, რადგან, უნებლიედ, უხეშად ნათქვამმა სიტყვამ შეიძლება, თქვენი მოკავშირე, პარტნიორი, ან სულაც მეორე ნახევარი გაანაწყენოს.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა