"ნებისმიერი ფეხბურთელის გასაყიდად მზად ვართ, კვარაცხელია?..." - რა განაცხადა დე ლაურენტისმა ქართველზე?

+1
21-05-2024, 01:22
72 ნახვა
Aa

ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ჟურნალისტებთან კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიას მომავლის შესახებ გააკეთა. მისი თქმით, ამ საკითხზე არ ნერვიულობს, რადგან ქართველს "პარტენოპეისთან" ხელშეკრულება 2027 წლამდე აკავშირებს.


"წინადადებას ყველა ფეხბურთელის შესახებ განვიხილავთ, ხელშეუხებელი მოთამაშეები არ გვყავს, კვარაცხელია? მას კონტრაქტი 2027 თუ 2028 წელს ეწურება, ამიტომ მშვიდად ვარ, ძალიან მშვიდად ვარ", - განაცხადა დე ლაურენტისმა.


შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის 30 ივნისს ეწურება.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა