„კრუასანები“ მაწვნის ცომით - მარტივი, სწრაფი და გემრიელი საუზმე მთელი ოჯახისთვის

13-06-2023, 11:27
124 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ფქვილი - 260.00 გ (+-)
  • სოდა - 1/2 ჩკ
  • ვანილი
  • შაქარი - 2.00 სკ
  • მარილი - 1/3 ჩკ
  • მაწონი (ან კეფირი) - 200.00 მლ

    მომზადების წესი

    მაწონს ან კეფირს დაუმატეთ მარილი, შაქარი, ვანილი, სოდა და ამოურიეთ. ბოლოს ფქვილი ჩააცერით და ცომი მოზილეთ.

    ცომი გასაბრტყელებელზე გადაიტანეთ, ერთხელ გადაზილეთ, გაყავით ორ ნაწილად, გააბრტყელეთ 0.3-0.5 სმ სისქეზე ისე, რომ მრგვალი ფორმა შეუნარჩუნოთ, გაყავით სამკუთხედის ზომის 12 ნაწილად და ქვევიდან ზევით გადაახვიეთ.

    ტაფაზე ზეთი გააცხელეთ და კრუასანები ორივე მხრიდან შეწვით (იმდენი ზეთი დაასხით, რომ კრუასანებს ნახევრამდე ფარავდეს).

    ბოლოს გადაიტანეთ თეფშზე და თავზე შაქრის პუდრა მოაფრქვიეთ.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა