ფუმფულა ხაჭაპური ტაფაზე 10 წუთში - სწრაფი და მარტივი რეცეპტი

12-06-2023, 12:02
786 ნახვა
Aa

ამ მარტივი რეცეპტით ისეთი ფუმფულა ხაჭაპური გამოგივათ, რომ ღუმელში გამომცხვარისგან ვერ გაარჩევთ.

ინგრედიენტები

ცომი

  • სოდა - 1/2 ჩკ
  • შაქარი - 1.00 ჩკ
  • მარილი – 0,5 ჩაის კოვზი
  • კეფირი - 450.00 მლ
  • ფქვილი - 500.00 გ

შიგთავსი

  • ყველი - 450.00 გ

    მომზადების წესი

    ფქვილი გაცერით, დაუმატეთ შაქარი და მარილი. დაუმატეთ კეფირი, სოდა და მოზილეთ ცომი.

    ცომი გაახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და 5-10 წუთით დააყოვნეთ. შემდეგ სამ ნაწილად გაყავით, თითოეული გააბრტყელეთ, შიგნით მოათავსეთ გახეხილი ყველი და შეკარით.

    შემდეგ ტაფის ზომაზე გააბრტყელეთ ხაჭაპური და გამოაცხვეთ ორივე მხრიდან 2-3 წუთის განმავლობაში.

    ხაჭაპური თეფშზე გადაიტანეთ და კარაქი ან ზეთი გადაუსვით.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა