კრუასანები ლორითა და ყველით

2-06-2023, 18:31
192 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • როზმარინი
  • ხმელი ქონდარი
  • ხმელი ორეგანო
  • კვერცხი - 1.00 ცალი
  • მაგარი სახეობის ყველი - 100.00 გ
  • ლორი
  • ტომატის სოუსი - 3.00 ს/კ
  • ფენოვანი ცომი - 500.00 გ

    მომზადების წესი

    გადაიატანეთ ცომი ფქვილმოყრილ ზედაპირზე, ოდნავ გააბრტყელეთ და დაჭერით 6 სწორკუთხედად. შემდეგ კი თითოეულ კვლავ გაჭერით დიაგონალზე.
    გახეხეთ ყველი, ლორი დაჭერით 12 თანაბარ ნაჭრად.
    თითოეულ სამკუთხედს წაუსვით ტომატის სოუსი, შემდეგ დაადეთ ფართე მხრიდან ლორის ნაჭერი, მოაყარეთ გახეხილი ყველი.
    მოაყარეთ ხმელი ბალახები, მარილი და პილპილი გემოვნებით. დაახვიეთ და დაალაგეთ პერგამენტდაფენილ ფირფიტაზე. გადაუსვით კრუასანებს კვერცხი და მოაყარეთ დარჩენილი ხმელი ბალახები.
    მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10-15 წუთი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა