ინგრედიენტები
დაჭერით კრების ჩხირები პატარა კუბიკებად.
ხახვი დაჭერით წმინდად, დაასხით ადუღებული წყალი და გააჩერეთ 1-2 წუთი. შემდეგ გადაუღვარეთ წყალი და გააცივეთ კარგად.
კიტრი გარეცხეთ და დაჭერით წვრილ, მოგრძო ჩხირებად.
კიტრის მჟავეც ასევე დაჭერით.
ბარდის კონსერვს გადაუქციეთ წყალი.
მოხარშეთ მაგრად კვერცხი, გაფცქევნით და გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
ვაშლი გაფცქვენით და გახეხეთ მსხვილ სახეხზე.
მწვანილი დაჭერით წმინდად.
აიღეთ ღრმა სასალათე, გადაიტანეთ მასში ჯერ ორივენაირი კიტრი, შემდეგ კრაბის ჩხირები, მწვანე ბარდა, გახეხილი კვერცხი, ვაშლი, ხახვი, მწვანილი, დაუმატეთ გემოვნებით მარილი და პილპილი, მოასხით მაიონეზეი და ფრთხილად ამოურიეთ.
გემრიელად მიირთვით!