ინგრედიენტები
თონეში ნაყიდი საფუვრიანი ცომი გადავზილოთ 50 მლ ზეთში, გავყოთ 4 ნაწილად და დვატოვოთ 15-20 წუთი.
ფარშს შევურიოთ წვრილად დაჭრილი ხახვი, მარილი და პილპილი.
ცომის ერთი ნაწილი გავაბრტყელოთ, გადავიტანოთ ტაფაზე, დავადოთ ფარშის ნაწილი. დავაფაროთ ცომის მეორე ფენა, რომელსაც შეგვიძლია გაბრტყელების შემდეგ ნაჭდევები გავუკეთოთ. ნაპირები კარგად მოვუკრათ და 250 გრადუსზე გახურებულ ღუმელში გამოვაცხოთ 13-15 წუთი. როცა ოქროსფერს მიიღებს, გამოვიღოთ. იგივე გავიმეოროთ მეორე ღვეზელისთვისაც
მზა ღვეზელებს თავზე მოვუსვათ კარაქი ან ერბო