მიდიები ღვინის სოუსში -უგემრიელესი ზღვის დელიკატესის მარტივი რეცეპტი

21-06-2023, 10:50
282 ნახვა
Aa

გაგიგიათ, რომ ზღვის პროდუქტები - უფრო კონკრეტულად კი ზღვის დელიკატესები, როგორიცაა კრევეტები და მიდიები ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა კარგი გარეგნობის შესანარჩუნებლად?! გარდა იმისა, რომ ეს პროდუქტი კალიუმის საბადოა, იცავს კანს ნაადრევი დაბერებისგან, ამასთან მოცულობასა და ბრინვარებას მატებს თმას,
ზღვისპროდუქტები, განსაკუთრებით კი მიდიები და კრევეტები, დაბალკალორიულია და შეასაბამისად, დიეტურ საკვებად მიიჩნევა.
ამას გარდა, მიდიებს აქვს ნაზი, განუმეორებელი გემო და შეიცავს ცილის, მინერალური მარილების, ვიტამინებისა და მიკროელემენტების (რკინა, კობალტი, ფოსფორი) მდიდარ ნაკრებს. მრავალი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ მიდია- საუკეთესოა სექსუალური ცხოვრების გასახანგძლივებლად.
ასე, რომ მოამზადეთ ეს კერძი, გალამაზდით, გახდით უფრო ხალისიანი და სექსუალური, გაუმასპინძლით საკუთარ თავს და ახლობლებს.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მიდიები
  • ხახვი
  • ზაფრანა
  • ქონდარი
  • ოხრახუში
  • ნიორი
  • პამიდორი
  • კარაქი
  • თეთრი ღვინო
  • ზეთი

    მომზადების წესი

    გავახუროთ ქვაბი, ცოტა ზეთი დავასხათ და დავამატოთ კარაქი. მოვშუშოთ ხახვი 5-6 წუთი, დავუმატოთ ნიორი და გავაგრძელოთ შუშვა. შემდეგ დავუმატოთ პამიდვრის პიურე და ღვინო, როცა წამოდუღდება მოვაყართ მწვანილი, მიდიები, მარილი და პილპილი. ვშუშოთ 5 წუთი და გადმოვდგათ. კერძი მზად არის.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა