კერძი, რომელიც ოვაციებს იმსახურებს!!! ქათამი ნიორწყალში განსაკუთრებული წესით მომზადებულ პასტასთან ერთად

15-06-2023, 11:55
373 ნახვა
Aa

მოამზადეთ სამეფო ვახშამი ხელმისაწვდომი პროდუქტებისგან!
 

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის
  • მარილი და პილპილი
  • ნაღები 10%
  • კარაქი
  • ფქვილი
  • პასტა პენე
  • პასტა ნაღების სოუსში:
  • მარილი და პილპილი
  • ოხრახუში
  • წყალი
  • 1 ლიმონის წვენი
  • ზეითუნის ზეთი
  • ნიორი
  • ნივრიანი სოუსი
  • ზეთი
  • გაზიანი მინერალური წყალი
  • შავი პილპილის მარცვლები
  • დაფნის ფოთოლი
  • ძმარი ბალზამიკო (თეთრი)
  • მარილი
  • შაქარი
  • წყალი
  • მარინადისთვის:
  • ქათამი 1.5-2 კგ

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ მარილი, შაქარი, დაფნის ფოთლები, პილპილის მარცვლები, ჩაასხით ძმარი. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ ადუღებამდე. გადმოდგით და გააცივეთ! დაუმატეთ მინერალური გაზიანი წყალი, აუარიეთ. ქათამი დაჭერით და მოათავსეთ მომზადებულ მარინადში. ზემოდან დააფარეთ თეფში და რაიმე მძიმე საგანი (მაგალითად, ქვასანაყის ქვა) დაადეთ, რათა მარინადე კარგად გაუჯდეს ქათამს. მოათავსეთ ქვაბი მაცივარში 10 საათით (ან მთელი ღამით). დამარინადებული ქათამი მოათავსეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე, დაასხით ფორმაზე 2-3 ს/კ მარინადი და 2 ს/კ ზეთი. გადააფარეთ ფორმას ან თავსახური, ან ფოლგა და შედგით 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 20 წუთით. შემდეგ მოხადეთ თავსახური (ფოლგა) და აცხვეთ კიდევ 20-25 წუთი.

    ახლა ვამზადებთ ნივრის სოუს. ჯამში ჩაჭყლიტეთ ნიორი, დაუმატეთ ზეთი, ლიმონის წვენი, წყალი, მარილი და პილპილი, დაჭრილი ოხრახუში – ყველაფერი კარგად აურიეთ და გააჩერეთ სულ ცოტა ხანი.

    გამოიღეთ ქათამი ღუმელიდან და კარგად გააჩერეთ ნივრის სოუსით.

    სანამ ქათამი ცხვება, მოამზადეთ პასტა!

    პასტა მოხარშეთ შეფუთვაზე მოცემული ინსტრუქცის მიხედვით, გადაუღვარეთ წყალი. დიდ, ღმრა ჯამში ერთმანეთში აურიეთ რძე, ფქვილი და კარაქი.
    დადგით საშუალო ცეცხლზე, თან გამუდმებით ურიეთ, სანამ კარაქი მთლიანად არ გადნება. სოუსში დაუამტეთ ნაღები, მდოგვი, მარილი, პილპილი და მსხვილად გახეხილი ყველი. ურიეთ შეუჩერებლად და მიიყვანეთ ადუღებამდე საშუალო ცეცხლზე. ხარშეთ გასქელებამდე, დაახლოებით 5 წუთი. მოხარშული და გაწურილი პასტა გადაიტანეთ სოუსში, აურიეთ და ყველაფერი თანაბრად შეათბეთ.

    უგემრიელესია ნივრიან ქათამთან ერთად!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა