არცერთი მარინადი არ გახდის ქათამს ასე გემრიელს: კულინარიული ტრიუმფის მთავარი საიდუმლო!

15-06-2023, 12:06
173 ნახვა
Aa

ქათმის ფრთები "კოკა-კოლაში" (კელე ცზი ჩი) - ჩინური სამზარეულოს ეს თანამედროვე კერძი 80-იან წლებში გახდა პოპულარული.არსებობს მოსაზრება, რომ კერძი ქალაქ ცზინანის რესტორანში გაკეთდა პირველად... მაშინ, როცა მოუხერხებელმა მზარეულმა, შემთხვევით კოკა-კოლა გადაასხა დასამარინადებლად მომზადებულ ფრთხებს.როცა კერძი მომზადდა, აღმოაჩინეს, რომ ამ გაზიანი სასმელის წყალობით, ხორცი ლამაზად მომინანქრებული შეიწვა და საოცრად წვნიანი, რბილი და პიკანტური გემოსი გამოვიდა.ასე დამარინადებული ხორცის რეცეპტი სწრაფად გავრცელდა მთელ მსოფლიოში.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ჯანჯაფილი
  • ზეთი შესაწვავად
  • კოკა-კოლა - 200 მლ
  • სოიოს სოუსი - 50 მლ
  • ქათმის ფრთები - 1 კგ

    მომზადების წესი

    მომზადება:

    გარეცხილი ფრთები მოათავსეთ ჯამში, დაასხით სოიოს სოუსი და გააჩერეთ 5-7 წუთი. თუ გსურთ, კერძს უფრო გამოკვეთილი გემო შესძინოთ, დაუმატეთ ცოტაოდენი გახეხილი ჯანჯაფილი და დაჭყლეტილი ნიორი. კარგად აურიეთ.

    გაახურეთ ზეთმოსხმული ტაფა, მოათავსეთ მასზე ფრთები და შეწვით 3-3 წუთი ყველა მხრიდან. იმისათვის, რომ ზეთმა შხეფები არ გაუშვას, დააფარეთ ტაფას თავსახური. დაუმატეთ დარჩენილი სოიოს სოუსი და შეწვით კიდევ 7 წუთის განმავლობაში.

    ახლა დაუკელით გაზს, ჩაასხით ტაფაში კოკა-კოლა და დააფარეთ თავსახური. თუშეთ თავდახურულ ტაფაში 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ მოხადეთ თავსახური და შეწვით ფრთები, სანამ მთელი სითხე არ ამოშრება ტაფიდან და არ გაიკეთებს კარამელის კანს.

    ძალიან სწრაფად მზადდება, ასე რომ, ყურადღებით იყავით, არ დაგეწვათ კერძი!

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა