კვერცხის ბლინები ხორცის ფარშით

2-06-2023, 18:47
173 ნახვა
Aa

ერბოკვერცხი ანუ ომლეტი - ყველაზე გავრცელებული საუზმეა და ეს გასაკვირი არც არის, რადგან განსაკუთრებული კულინარიული შესაძლებლობები და დრო მის მომზადებას არ ჭირდება. გთავაზობთ, გაამრავალფეროვნოთ ეს ჩვეული კერძი მარტივი ინგრედიენტების დამატებით.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ზეთი შესაწვავად
  • მაგარი სახეობის ყველი - 100.00 გ
  • არაჟანი - 5.00 ს/კ
  • საქონლის ხორცის ბულიონი - 150.00 მლ
  • ნივრის ფხვნილი
  • ვაშლი - 1.00 ცალი
  • მარილი და პილპილი
  • კვერცხი - 6.00 ცალი
  • ნებისმიერი ხორცის ფარში - 300.00 გ

    მომზადების წესი

    ჯამში ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ 0,5 ჩ/კ მარილი და 3 ს/კ არაჯანი. კარგად ათქვიფეთ ყველა ინგრედიენტი.
    წაუსვით ტაფას ზეთი, გაახურეთ და შეწვით ბლინები ორივე მხრიდან.
    გაფცქვენით ვაშლი, ამოაჭერით გული და გახეხეთ წვრილ სახეხზე. დაუმატეთ ვაშლი ხორცის ფარშს, დაუმატეთ მარილი და შავი პილპილი, ნივრის ფხვნილი და კარგად აურიეთ.
    ცალკე ჯამში ჩასხით ხორცის ბულიონი და დაუმატეთ 2 ს/კ არაჟანი, მარილი და პილპილი.
    კვერცხის ბლინებში გაახვიეთ ხორცის ფარში, მოათავსეთ გამოსაცხობ ფორმაში მიღებული რულეტები, მოასხით არაჟნიანი ბ ულიონი, გადააფარეთ ფორამსა ფოლგა და აცხვეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15 წუთი.
    შემდეგ გამოიღეთ ბლინები ღუმელიდან და მოაყარეთ გახეხილი ყველი. კვლავ შეაბრუნეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ კიდევ 15 წუთი.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა