უგემრიელესი ხორცის ღვეზელი 10 წუთში!

5-03-2023, 23:19
330 ნახვა
Aa

ამ ღვეზელისთვის საჭირო ინგრედიენტები ყველა ოჯახში მოიძებნება. ხოლო მის მოსამზადებლად მხოლოდ 10 წუთი დაგჭირდებათ, შედეგით კი აღფრთოვანდებით.


ინგრედიენტები

  • მარილი და წიწაკა
  • ხახვი - 2 თავი
  • ნებისმიერი ხორცის ფარში - 300 გ
  • სოდა - 0.5 ჩკ
  • მაწონი ან კეფირი - 1 ჭიქა
  • ფქვილი - 1 ჭიქა
  • მარილი - 0.5 ჩკ
  • კვერცხი - 2 ც

მომზადების წესი

კეფირში ან მაწონში გახსენით სოდა და გააჩერეთ 5 წუთი. შემდეგ დაუმატეთ დანარჩენი ინგრედიენტები ცომისთვის და კარგად აურიეთ. წაუსვით ღუმელის გამოსაცხობ ტაფას ცხიმი, მოაყარეთ ფქვილი და დაასხით ცომის ნახევარი.გულსართისთვის: წვრილად დაჭერით ხახვი და შეურიეთ ხორცის ფარშს, მოაყარეთ მარილი და წიწაკა, კარგად აურიეთ ხელით. გულსართი გაანაწილეთ ტაფაზე დასხმულ ცომზე, ზემოდან კი დაასხით ცომის დარჩენილი ნაწილი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა