ლორით და ყველით ფარშირებული ქათამი

21-06-2023, 10:16
160 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ოხრახუში
  • ტკბილი წიწაკა, წითელი
  • ქათამი
  • ლორი
  • გახეხილი ყველი
  • კვერცხი
  • მარილი და პილპილი
  • არაჟანი
  • პურის ნაჭერი
  • რძე

    მომზადების წესი

    ქათამი გავრეცხოთ, გავამშრალოთ და ფრთხილად გავაცალოთ კანი, ისე რომ მხოლოდ ფრთები და ბარკლები დავუტოვოთ. კანი არ დავაზიანოთ.

    გამოცლილ ხორცს მოვაშოროთ ძვლები და ხორცსაკეპში გავატაროთ რძეში დამბალ პურთან ერთად.
    შევურიოთ წვრილად დაჭრილი ლორი, გახეხილი ყველი, დაჭრილი ტკბილი წიწაკა, მწვანილი. დავამატოთ რძე, კვერცხი, მარილი და პილპილი.

    მიღებული ფარში ისევ უკან ჩავდოთ ქათმის კანში. მუცელი შევუკრათ ძაფით ან ხის ჩხირებით დავუმაგროთ. ფეხები ძაფით შევუკრათ, რომ ფორმა არ დაკარგოს.
    ქათამს ზემოდან არაჟანი გადავუსვათ და ცხიმწასმულ ტაფაში ჩავდოთ.
    შევწვათ 180 გრადუსზე, დაახლოებით 1.5 საათი. დრო და დრო წავუსვათ თავისივე გამოშვებული წვენი.

    მზა ქათამი ცოტა გავაგრილოთ და დავჭრათ

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა