სოკოთი ფარშირებული ქათამი

21-06-2023, 10:14
162 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ნიორი
  • ქათამი
  • სოკო
  • არაჟანი
  • მარილი და პილპილი
  • ხახვი

    მომზადების წესი

    სოკო  წვრილად დავჭრათ, მოვშუშოთ ცოტა ზეთში, დავამატოთ მარილი, პილპილი და წვრილად დაჭრილი ნიორი.

    ქათამს შიგნით-გარედან წავუსვათ მარილი, ამოვავსოთ სოკოს ფარშით, მუცელი ხის ჩხირებით შევუკრათ. ზემოდან მოვაფრქვიოთ წიწაკა და გადავუსვათ არაჟანი.

    ჩავდოთ ქათამი ფორმაში, გადავაფაროთ ფოლგა და შევწვათ ღუმელში, 200 გრადუსზე 1.5-2 საათი.

    წვის დასასრულისკენ, ფოლგა გადავაცალოთ და კიდევ გადავუსვათ არაჟანი. ქათამი რომ დაიბრაწება, გამოვიღოთ. 20 წუთი დავასვენოთ, შემდეგ დავჭრათ. მუცლიდან გამოღებული ფარში მივუდოთ გვერდითვე გარნირად, კარტოფილთან ან ბრინჯთან ერთად.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა