სამარხვო ტოლმა ბულგარულ წიწაკაში

16-06-2023, 14:18
147 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • რეჰანი ან შაშკვლავი
  • ტკბილი წიწაკა, სხვადასხვა ფერის - 10 ცალი
  • მოხარშული ბრინჯი - 1 ჭიქა
  • ხახვი - 2 თავი
  • სტაფილო - 500 გ
  • ტომატ-პასტა - 3 სკ
  • მარილი და პილპილი
  • წყალი - 500 მლ

    მომზადების წესი

    წიწაკას მოვაცალოთ ყუნწი და ამოვაცალოთ თესლი. ხახვი დავჭრათ და მოვშუშოთ ზეთში. გავხეხოთ სტაფილო და დავამატოთ ხახვს, განვაგრძოთ შუშვა. ბოლოს დავამატოთ მარილი და პილპილი. ბოლოს შევურიოთ მოხარშული ბრინჯი. ამოვავსოთ ამ ფარშით წიწაკები და ჩავალაგოთ ღუმელის ღრმა ფორმაში. ცალკე ჭურჭელში ტომატ პასტა გავხსნათ ნახევარ ლიტრ წყალში. დავამატოთ მარილი, დავასხათ ეს სითხე წიწაკას, როგორც ფორმმაში, ისე უშუალოდ წიწაკების შიგნით. სურვილის შემთხვევაში, შეგვიძლია გახეხილი ცოცხალი პამიდორი გამოვიყენოთ ტომატის ნაცვლად. ზემოდან მოვაყაროთ წვრილად დაჭრილი რეჰანი და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე, დაახლოებით 20-30 წუთით. გემრიელია როგორც თბილი, ასევე ცივად. მზა კერძს კიდევ მოვაყაროთ ცოცხალი მწვანილი

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა