წვნიანი ხორცის ფარშით - ძალიან საინტერესო რეცეპტი

8-06-2023, 12:22
138 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და წიწაკა
  • ხმელი რეჰანი
  • ზეთი
  • ქინძი, ოხრახუში
  • ნიორი 2-3 კბილი
  • ხახვი
  • კანგაცლილი, დაჭრილი პამიდორი
  • საქონლის ხორცის ფარში
  • ტკბილი წიწაკა,სხვადასხვა ფერის

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    ხახვი დავჭრათ ალყა-ალყა და ზეთში მოვშუშოთ 1 წუთის განმავლობაში, დავუმატოთ ტკბილი წიწაკა და ვშუშოთ, სანამ დარბილდება.
    დავუმატოთ ხორცის ფარში და განვაგრძოთ შუშვა. 3-4 წუთში დავუმატოთ პამიდორი, ხმელი რეჰანი, მარილი და წიწაკა.
    მასას დავასხათ იმდენი წყალი, რომ საშუალო სისქის წვნიანის კონსისტენცია მივცეთ და თავდახურული 5 წუთი ვხარშოთ. ბოლოს დავუმატოთ დაჭრილი მწვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა