სოკოთი და ბრინჯით ფარშირებული ქათამი

21-06-2023, 10:19
137 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ქათამი
  • სოკო
  • ბრინჯი
  • მარილი და პილპილი
  • ნიორი
  • ზეითუნის ზეთი
  • ხახვი

    მომზადების წესი

    ქათამი კარგად გავრეცხოთ და გავამშრალოთ.
    დანაყილი ნიორი, მარილი და წიწაკა შევურიოთ ზეითუნის ზეთში. კარგად წავუსვათ ქათამს შიგნიდან და გარედან. შევდოთ ქათამი მაცივარში და მოვამზადოთ გულსართი.

    ხახვი დავჭრათ წვრილად, სოკო ფირფიტებად. მოვშუშოთ ტაფაზე ერთად, გადავიტანოთ სხვა ჭურჭელში და იმავე ტაფაზე მშრალად მოვშუშოთ ბრინჯი, შემდეგ დავასხათ ბულიონი ან წყალი და მოვხარშოთ. შევურიოთ ბრინჯი და სოკო, დავამატოთ მარილი და პილპილი.

    გამოვუვსოთ ქათამს მუცელი ამ ფარშით, დავამაგროთ ხის ჩხირებით, რომ არ გადმოიპნეს და შევდგათ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1.5 საათი.

    გამოღების შემდეგ დავაფაროთ ფოლგა და 10-15  წუთი დავტოვოთ. შემდეგ დავჭრათ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა