ნიგვზიანი სამარხვო ტოლმა

18-06-2023, 12:32
217 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ტომატ-პასტა
  • მარილი და წიწაკა
  • დაფნა
  • ჯანჯაფილი, დაფქული
  • ხმელი ქინძი
  • ოხრახუში
  • ქინძი
  • ხახვი
  • ბრინჯი
  • ნიგოზი
  • კომბოსტო, პატარა

    მომზადების წესი

    ნიგოზი, ხახვი და მწვანილი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, გატარებულ მასას დავუმატოთ გარეცხილი და გადაწურული ბრინჯი, ქონდარი, წიწაკა, კოჭა და მარილი.

    გასუფთავებული კომბოსტოს ფოთლები მოვათავსოთ ადუღებულ მარილწყალში და ნახევრად მოვხარშოთ. კომბოსტოს გათუთქულ ფოთლებში შევახვიოთ გამზადებული გულსართი. ტოლმა ჩავაწყოთ ქვაბში და დავასხათ ტომატიანი წყალი, დავაყაროთ მარილი და ჩავაყოლოთ დაფნის ფოთლები. ვხარშოთ 20-30 წუთის განმავლობაში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა