მწვანე ხახვი
მომზადების წესი
სტაფილო გავხეხოთ. წიწაკებს ამოვაცალოთ თესლი და თხელ, მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ, დავყაროთ ზეთდასხმულ ტაფაზე, დავაყაროთ შაქარი, მარილი და 3 წუთის განმავლობაში ვშუშოთ. ტომატ-პასტა, მაიონეზი და აჯიკა ერთმანეთში კარგად ავურიოთ. ლავაში ოთხად გავჭრათ, თითოეულ ფენას წავუსვათ მაიონეზის, აჯიკისა და ტომატ-პასტის ნაზავი და ზედ გადავანაწილოთ მოშუშული ბოსტნეული. ლავაშის კიდეები გადმოვკეცოთ და რულეტივით შევახვიოთ. ფორმას წავუსვათ ცოტა ზეთი, ზედ მოვათავსოთ რულეტები, ზემოდანაც ცოტა ზეთი წავუსვათ და შევდგათ კარგად გახურებულ ღუმელში, სანამ ზემოდან არ შეიბრაწება. რულეტებს მოვაყაროთ დაჭრილი მწვანე ხახვი და ისე მივიტანოთ სუფრასთან.