ლავაშის ცხელი რულეტები კარტოფილითა და სოკოთი - მარტივი და გემრიელი სამარხვო ღვეზელი!

16-06-2023, 14:25
234 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ქამა სოკო - 300 გ
  • ზეთი - 4 სკ
  • სასურველი მწვანილი - 1 კონა
  • ნიორი - 3 კბილი
  • ხახვი - 1 თავი
  • კარტოფილი - 500 გ
  • თხელი ლავაში - 2 ცალი

მომზადების წესი

გაფცქვნილი კარტოფილი მოხარშეთ მარილწყალში. სანამ კარტოფილი იხარშება, დაჭერით ხახვი და მოხრაკეთ 2 ს/კ ზეთში 2 წუთის განმავლობაში. დაუმატეთ დაჭრილი სოკო და ხრაკეთ კიდევ 5-7 წუთი. მოხარშული კარტოფილისგან გააკეთეთ პიურე, დაუმატეთ მოხრაკული სოკო და ხახვი, დაჭრილი მწვანილი და ნიორი. შეანელეთ მარილითა და პილპილით. გაშალეთ ლავაშის ფირფიტა, გაანაწილეთ გულსართის ნახევარი, გადააფარეთ ლავაშის მეორე ფირფიტა, ზემოდან კვლავ გაანაწილეთ კარტოფილის გულსართი. გადაახვიეთ რულეტად, დაჭერით პატარა, 2 სმ სისქის ნაჭრებად და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან. მიირთვით ცხელ-ცხელი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა