სამარხვო ტოლმა

+1
17-06-2023, 18:31
275 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ტომატ-პასტა
  • მწვანილი
  • კომბოსტო
  • ბრინჯი
  • სოკო
  • სტაფილო
  • მარილი და პილპილი

    მომზადების წესი

    ბრინჯი მოვხარშოთ და გადავწუროთ.
    სოკოდა ხახვი დავჭრათ, მოვშუშოთ ზეთში, დავამატოთ გახეხილი სტაფილო. მოვშუშოთ კიდევ 1-2 წუთი. შემდეგ შევურიოთ ბრინჯს, დავამატოთ მარილი და პილპილი. სურვილის შემთხვევაში დავამატოთ მწვანილი: ოხრახუში ან კამა.

    კომბოსტო მოვწალოთ მდუღარე წყალში,როგორც ჩვეულებრივი ტოლმის დროს ვაკეთებთ. დავადოთ კომბოსტოს ფურცლებს ბრინჯი და გადავახვიოთ. ჩავალაგოთ ქვაბში.

    ტომატ-პასტა გავხსნათ 2 ჭიქა წყალში, დავამატოთ მარილი და დავასხათ ტოლმას. მოვხარშოთ დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა