ხახვის სამარხვო ღვეზელი ბრინჯის ნახარშზე მოზელილი ცომით

16-06-2023, 14:01
124 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ხახვი - 1 კგ
  • საფუარი - 2 ჩკ
  • ზეთი - 100 მლ
  • მარილი - 1.5 ჩკ
  • შაქარი - 4 ჩკ
  • ფქვილი - 3 ჭიქა
  • წყალი - 3 ჭიქა
  • ბრინჯი - 0.5 ჭიქა

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:ბრინჯის ნახარშის მოსამზადებლად გარეცხეთ ნახევარი ჭიქა ბრინჯი, ადუღებულ წყალში (3 ჭიქაში) ჩაყარეთ გარეცხილი ბრინჯი.ხარშეთ დიდხანს, სანამ ბრინჯი არ ჩაიჩლება.გაწურეთ ბრინჯი საწურის მეშვეობით, თან კოვზით გაქენით ბრინჯი. მიიღებთ სქელ, კისელივით ნახარშს. მიიღებთ ზუსტად ერთ ჭიქა ნახარშს. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.ამ დროს მოამზადეთ გულსართI: გაფცქვენით ხახვი და დაჭერით წვრილად.მოხრაკეთ ზეთში, მოაყარეთ მარილი, სურვილისამებრ პილპილიც – გულსართი მზად არის.მოზილეთ ცომი: ფქვილში აურიეთ საფუარი, შაქარი, ზეთი (2 ს/კ), მარილი და ბრინჯის ნახარში, მოზილეთ ელასტიკური ცომი და დადგით თბილ ადგილას, სანამ 2-ჯერ არ მოიმატებს მოცულობაში.გაფუებული ცომი გაყავით 3 ნაწილად.ერთი ნაწილი გააბრტყელეთ კარგად.გაანაწილეთ ხახვის გულსართი მთელ ზედაპირზე. ასევე გააკეთეთ ცომის დანარჩენ ნაწილებზეც. შენიშვნა: გულსართი შეგიძლიათ იყოს ნებისმიერი, შეგიძლიათ უბრალოდ ზეთიც წაუსვათ და მოაყაროთ შაქარი – ძალიან გემრიელი გამოდის.შემდეგ დაადეთ ერთმანეთზე ხახვწასმული ფირფიტები და დაჭერით 16 ნაწილად.თითოეული სეგმენტი გადაახვიეთ რულეტივით.მოათავსეთ რულეტები ღრმა გამოსაცხობ ფორმაში (ჩაალაგეთ მჭიდროდ).შედგით 180 გრადუსზე გახურებულ დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა