უგემრიელესი ყავისა და თხილის ტორტი ფქვილის გარეშე

25-05-2023, 13:12
251 ნახვა
Aa

ეს უგემრიელესი ტორტი აბსოლუტურად უფქვილოდ მზადდება. სამაგიეროდ აქვს ყავით გაჯერებული არომატი და ჰაეროვანი კრემი, რომელიც პირში დნება!
 

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ყავის მარცვლები
  • რძიანი შოკოლადი
  • მოსართავად:
  • ყავის ლიქიორი ან ბეილისი
  • გადადუღებული წყალი
  • დასანამად:
  • მაგარი ყავა
  • ყავის ლიქიორი
  • შაქრის პუდრა
  • რძიანი შოკოლადი
  • ნაღები 20-33%
  • კრემისთვის:
  • გამაფხვიერებელი
  • ყავა
  • ბისკვიტისთვის:
  • კვერცხი
  • შაქარი
  • თხილი ან ნიგოზი
  • საფანელი

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:

    გაახურეთ ღუმელი 170 გრადუსზე.

    16-18 სმ დიამეტრიც ტორტის ფორმას წუასვით კარაქი, დააფინეთ პერგამენტის ქაღალდი.
    დაფქვით თხილი კომბაინში, შეურიეთ საფანელი, ყავა და გამაფხვიერებელი. გაცერით მიღებული ნარევი წვრილ საცერში.

    ათქვიფეთ შაქარი და კვერცხი გათეთრებამდე. ხის ნიჩბით შეურიეთ გაცრილი მასა.

    გადაიტანეთ ფორმაში ცომი, ოდნავ დაარტყით ფორმა მაგიდას, რათა მასა კარგად "დაჯდეს". აცხვეთ ბისკვიტი 50 წუთის განმავლობაში. მზაობა შეამოწმეთ ხის ჩხირით.

    გადმოიტენთ გამომცხვარი და ფორმაშივე გაგრილებული ბისკვიტი სასურველ ზედაპირზე და გაჭერით 3 ნაწილად.

    კრემის მოსამზადებლად შოკოლადი მოათავსეთ ჯამში, დაუმატეთ ყავა და ლიქიორი და დადგით წყლის აბაზანაზე, ისე, რომ არ შეწყვიტოთ მორევა, გაადნეთ შოკოლადი მთლიანად და მიიღეთ ერთგვაროვანი მასა. გააგრილეთ ოთახის ტემპერატურაზე.

    ათქვიფეთ ნაღები და შაქრის პუდრა ჰაეროვანი ღრუბელის მასის მიღებამდე, მოუმატეთ მიქსერის სიჩქარე მაქსიმალურად და შეათვიფეთ შოკოლადის მასა. დიდხანს არ თქვიფოთ.
    კრემი შეიძლება ძალიან გასქელდეს.

    გადაიტანეთ ცოტაოდენი კრემი საკონდიტრო ტომარაში. ბისკვიტის პირველ ნაწილი დანამეთ (დასანამად ადუღებულ წყალში გახსენით ბეილისი და გააგრილეთ), წაუსვით 1/3-ზე ცოტა ნაკლები კრემი, დაადეთ ზემოდან ბისკვიტის მეორე ნაწილი, კვლავ დანამეთ და წაუსვით იგივე რაოდენობის კრემი. შემდეგ დაადეთ ბისკვიტის ბოლო ნაწილი.

    დარჩენილი კრემით დაფარეთ ტორტის ზედაპირი და გვერდები. გახეხეთ შოკოლადი და მორთეთ ტორტის გვერდები. საკონდიტრო ტომარაში გადატანილი კრემით დაასვით ტორტის ზედაპირს ფორმები და თითოეულზე დაადეთ ყავის მარცვალი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა