სამარხვო სალათა ოსპითა და სტაფილოთი

18-06-2023, 12:37
179 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და წიწაკა
  • ვაშლის ძმარი
  • მცენარეული ცხიმი
  • პაპრიკა
  • კამა
  • ხახვი
  • მწვანე ხახვი
  • სტაფილო
  • წითელი ოსპი
  • გრძელი ბრინჯი

    მომზადების წესი

    ოსპი მოვხარშოთ და გადავწუროთ.

    ადუღებულ წყალში ნახევრად მოვხარშოთ ბრინჯი, გადავწუროთ, მოვიტოვოთ მისი ნახარში. 0,5 ჭიქა ბრინჯის ნახარში ჩავასხათ ქვაბში, ჩავამატოთ მარილი, 1 ს.კ. ცხიმი და როცა ადუღდება, დავამატოთ ბრინჯი, ზემოდან დავაფაროთ ხელსახოცამოკრული საფარებელი და დაბალ ცეცხლზე ვხარშოთ, მანამ არ მოიხარშება და ბოლომდე არ დაიშრობს წყალს.

    სტაფილო მსხვილად გავხეხოთ და წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად ცხიმში ვშუშოთ 4 წუთის განმავლობაში, შემდეგ დავამატოთ პაპრიკა, დაჭრილი მწვანე ხახვი, მარილი, წიწაკა და 3-4 წუთი კიდევ ვშუშოთ. თეფშზე დავდოთ ბრინჯი, ზედ მოვათავსოთ ოსპი და მოვასხათ ცოტა ძმარი, შემდეგ კვლავ ბრინჯი, მოშუშული სტაფილო და ძმარი. ბოლო ფენად გავუკეთოთ კვლავ ბრინჯი, მოვრთოთ დაჭრილი კამით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა