სამარხვო ნამცხვარი თაფლით

16-06-2023, 13:57
280 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • მარილი
  • სოდა - 1.5 ჩკ
  • ფქვილი - 320 გ
  • შაქარი - 10 სკ
  • თაფლი - 10 სკ
  • ზეთი - 10 სკ
  • წყალი - 10 სკ

    მომზადების წესი

    თასში მოვათავსოთ ყველა ინგრედიენტი ფქვილის გარდა და ავურიოთ. დავიწყოთ ფქვილის ნელ-ნელა შერევა - ცომი უნდა დარჩეს რბილი, მაგრამ ამავდროულად შევძლოთ ფქვილიანი ხელებით პატარა ბურთების გაკეთება. ოდნავ დავაბრტყელოთ და დავალაგოთ ფქვილმოყრილ ფორმაზე. გამოვაცხოთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში სანამ შეოქროსფერდება.პ.ს. ამ ნამცხვრების გაკეთება მხოლოდ მურაბის წვენითაც შეიძლება, მაგრამ ისეთი არომატული და რბილი აღარ გამოდის, როგორიც თაფლიანი. შეგიძლიათ ნებისმიერი მურაბის გამოყენება,იქნება ეს ლეღვის, გარგრის, ბლის და სხვ.

    * თაფლთან ან მურაბის წვენთან ერთად 50/50

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა