კრემი
გულსართი
ინგრედიენტები
1. ცომი: 250 გრ მარგარინი ამოიყვანეთ 1 ჭიქა შაქართან, უყავით 150 გრ სამარხვო მაიონეზი, 1/2 ჩკ სოდა, 1/4 ჩკ მარილი, ვანილი და ფქვილი რასაც შეიზელს, რომ მიიღოთ სქელი, მაგრამ ფაფუკი ცომი. 2. ტარტალეტკის ფორმებს კარგად ამოაკრით ცომი და გამოაცხვეთ 200 გრადუსზე. 3. მომზადება: გამომცხვარ, გაგრილებულ ტარტალეტკებს გულში ჩაუდეთ ნებისმიერი ხილის ჯემი და მორთეთ კრემით. 4. კრემი: 1 ჭიქა ფქვილს შეურიეთ 1,5 შაქარი, ვანილი, მარილი და დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი. შემოდგით საშუალო ცეცხლზე და თან ურიეთ სანამ არ გასქელდება. გასქელების შემდეგ ფაფა ცეცხლზე დატოვეთ 2-3 წუთი, გადმოდგით და გააცივეთ. 5. 400 გრ სამარხვო კარაქი ან მარგარინი ამოიყვანეთ მიქსერით, ჩაასხით 2 სკ კონიაკი, ჩაყარეთ ვანილი და შეურიეთ მომზადებულ ფაფას.