ინგრედიენტები
შევურიოთ ერთმანეთს თბილი წყალი, მურაბა, შაქარი, მწიკვი მარილი და ზეთი. დავამატოთ ფქვილი და სოდა. კარგად ავურიოთ. შემდეგ დავამატოთ ქოქოსი და ხილი (ალუბლის ნაცვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ ვაშლი, გაყინული ჟოლო, მოცვი, მსხალი და ა.შ). ფორმას წავუსვათ ცხიმი და მოვაფრქვიოთ საფანელი. ჩავასხათ ცომი და გამოვაცხოთ 180 გრადუსზე, დაახლოებით 30-40 წუთი. ცოტა გავაგრილოთ და ამოვიღოთ ფორმიდან. ჯერ ისევ თბილს წავუსვათ გარგრის ჯემი ან მურაბის წვენი.