სახლში მომზადებული „კაკლები“ შესქელებული რძით - ტკბილი გემო ბავშვობიდან

16-06-2023, 12:58
247 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • შესქელებული რძე, მოხარშული - 1 ქილა
  • ვანილი
  • ფქვილი - 3 ჭიქა
  • შაქარი - 1 ჭიქა
  • კვერცხი - 3 ც
  • კარაქი - 200 გ
  • გამაფხვიერებელი - 1 ჩკ

    მომზადების წესი

    ეს ნამცხვრები ჩვეულებრივი ფხვიერი ცომით მზადდება, რომლის გამოყენება სხვა დესერტებშიც შეიძლება. შეგიძლიათ წინასწარ მოამზადოთ და მაცივარში შეინახოთ ან გაყინოთ. კვერცხი ავთქვიფოთ ხელის სათქვეფით და დავამატოთ შაქარი. კარაქი გავადნოთ, ცოტა შევაგრილოთ და კვერცხს დავამატოთ, გადავურიოთ. შემდეგ ჩავაყაროთ გაცრილი ფქვილი, გამაფხვიერებელი, ვანილი და ცომი მოვზილოთ. ცომი რბილი უნდა იყოს, მაგრამ ხელს არ ეკრობოდეს. თუ კვერცხი დიდია, შესაძლოა ფქვილის დამატება დასჭირდეს დავდგათ დაბალ ცეცხლზე ჩვენი ანტიკვარული საცხობი ფორმა, რომ კარგად გაცხელდეს. ცომისგან გავაკეთოთ ბლის ხელა ბურთულები. ფორმას ცხიმი წავუსვათ და ცომი გადავიტანოთ. დავახუროთ მეორე ნაწილი და ვაცხოთ საშუალო-დაბალ ცეცხლზე. შევამოწმოთ, თუ შეიფერა ერთი მხრიდან, დაგმოვაბრუნოთ. თუ პირველი ხელი არც ისე კარგი გამოვა, ნუ შევშინდებით, ეს იმის ბრალია რომ ფორმა არათანაბრად იყო გაცხელებული. გაციებული ნაჭუჭები ამოვავსოთ მოხარშული შესქელებული რძით და მივაწებოთ ერთმანეთს. გამომცხვარი ნაჭუჭები შეგვიძლია მინის ქილაში, თავდახურული შევინახოთ მშრალ ადგილას 7 დღემდე და მოგვიანებით შევავასოთ კრემით.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა