ჩაშუშული ღორის ხორცი კარტოფილით

15-06-2023, 12:14
213 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • წიწაკა
  •  მარილი
  • ნიორი - 30.00 გ
  • ქინძი - 50.00 გ
  • შაქარი - 0.03 კგ
  • ტომატპასტა - 70.00 გ
  • დაფნის ფოთოლი
  • ხახვი - 0.50 კგ
  • კარტოფილი - 0.70 კგ
  • ღორის ხორცი - 1.00 კგ

    მომზადების წესი

    ღორის ხორცი დავჭრათ და შევბრაწოთ. თუ მიიკრო, ცოტაოდენი წყალი დავასხათ. 5 წუთში დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და ერთად ვშუშოთ თავდახურული. როცა ხორცი დარბილდება, დავუმატოთ დაჭრილი კარტოფილი, დაფნის ფოთლები და წიწაკა, დავასხათ წყალი, რომ ხორცი და კარტოფილი დაფაროს და ქვაბს დავახუროთ საფარებელი. ტომატპასტა გავხსნათ წყალში და დავუმატოთ შაქარი. წვრილად დავჭრათ ნიორი და ქინძი. კარტოფილი ნახევრად რომ მოიხარშება, დავაყაროთ მარილი, დავასხათ ტომატპასტა და საჭიროებისამებრ დავასხათ მდუღარე წყალი სასურველი კონსისტენციის მისაღებად. ვხარშოთ მომზადებამდე. ბოლოს მოვაყაროთ დაჭრილი ნიორი და ქინძი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა