პომიდვრის სუპი ყველიანი გრენკებით

9-06-2023, 12:14
168 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • წითელი წიწაკა, დაფქული
  • სულგუნი ან სხვა რბილი ყველი
  • ბაგეტი
  • პამიდორი
  • ზეითუნის ზეთი
  • რეჰანი ან შაშკვლავი
  • ხახვი
  • ნიორი
  • მარილი და პილპილი

    მომზადების წესი

    ქვაბში გააცხელეთ ზეითუნის ზეთი და მოშუშეთ დაჭრილი ხახვი ნიორთან ერთად. დაამატეთ დაღერღილი წითელი წიწაკა. შემდეგ დაამატეთ დაჭრილი პამიდორი, ცოტა შაქარი  და ბულიონი. წამოადუღეთ და ხარშეთ 15 წუთი. დაამატეთ მარილი და პილპილი. მზა სუპი ბლენდერში აურიეთ, ჩააბრუნეთ ქვაბში, დაამატეთ დაჭრილი რეჰანი.

    სანამ სუპი იხარშება, გრენკები მოამზადეთ: პური დაჭერით, დაალაგეთ ნაჭრები ტაფაზე, მოასხურეთ ზეითუნის ზეთი, მოაყარეთ გახეხილი ყველი და 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში რამდენიმე წუთით, ოქროსფრად რომ დაიბრაწოს.
    სუპი გადმოიღეთ თეფშებზე, ზემოდან დაადეთ გრენკები, ან მიიტანეთ ცალკე.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა