ხრაშუნა ბუტერბროდები ყველითა და ნივრით

31-05-2023, 10:37
158 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ოხრახუში
  •  მარილი
  • ნიორი - 1.00 კბილი
  • დარბილებული კარაქი - 70.00 გ
  • ყველი (მაგარი სახეობის) - 150.00 გ
  • ბაგეტი პური - 1.00 ცალი (300 გ)

    მომზადების წესი

    ოხრახუში დაჭერით წმინდად, ნიორი დაჭყლიტეთ, დაუმატეთ ორივე ინგრედიენტი დარბილებულ კარაქს, მოაყარეთ ცოტაოდენი მარილი და კარგად აუარიეთ. დაჭრილი ოხრახუშის ნაწილი დაიტოვეთ.

    გახეხეთ ყველი. აჯობებს აიღოთ ნახევარი სულუგუნი, ნახევარი კი ნებისმიერი მაგარი სახეობის ყველი.

    დაჭერით ბაგეტი, წაუსვით ნივრიანი და ოხრახუშიანი კარაქი, მოაყარეთ ყველი. დააფინეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე პერგამენტი და დაალაგეთ ზედ ბაგეტის ნაჭრები.

    მოათავსეთ ბუტერბროდები 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 5-7 წუთით.

    მზა არომატულ ბუტერბოდებს მოაყარეთ დარჩენილი ოხრახუში და გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა