სალათი პანცანელა

27-05-2023, 13:43
207 ნახვა
Aa

თუკი დაგრჩათ წინა დღის ბატონი ან ბაგეტი, მაშინ გირჩევთ, მოამზადოთ ეს სალათი.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ნედლი ბაზილიკი
  • იტალიური სუნელები (ორეგანო, ბაზილიკი)
  • მარილი და პილპილი
  • ძმარი ბალზამიკო
  • ზეითუნის ზეთი
  • ზეთისხილი
  • წითელი ხახვი
  • პომიდორი
  • ბულგარული წიწაკა
  • ბაგეტი პური

    მომზადების წესი

    აიღეთ რამდენიმე ნაჭერი ბაგეტი ან ბატონი. მოასხით ზეითუნის ზეთი და მოათავსეთ 200 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 10 წუთით.

    დაჭერით ½ ბულგარული წიწაკა, პომიდორს გააცალეთ კანი და თესლი, დაჭერით. წითელი წიწაკა და ხახვი დაჭერით მოგრძო ნაჭრებად.

    დააბლენდერეთ პომიდორი ზეითუნის ზეთთან და ბალზამიკოსთან, მარილთან, პილპილთან და იტალიურ ბალახებთან ერთად.

    სასალათე ჯამში ერთმანეთში აურიეთ დაჭრილი წიწაკა, ხახვი და კუბიკებად დაჭრილი ბაგეტი. დაუმატეთ მწვანე ზეთისხილი, მოასხით ტომატის სოუსი, დახიეთ ხელით ბაზილიკის ფოთლები და მოაყარეთ სალათს.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა