საუზმე, რომლის მოსამზადებლად რამდენიმე ინგრედიენტი დაგჭირდებათ, შედეგი კი გაგაოცებთ

7-06-2023, 11:52
157 ნახვა
Aa

მარტივი ინგრედიენტებით მომზადებული იდეალური საუზმე, რომლის მომზადებას ოჯახის წევრები ხშირად გთხოვენ

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მაგარი სახეობის ყველი - 100.00 გ
  • კვერცხი - 4.00 ცალი
  • მწვანილი - 1.00 კონა
  • ბეკონი - 150.00 გ
  • სპეციალური პური - 4.00 ცალი (მრგვალი ფორმის)

    მომზადების წესი


    1. გაახურეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

    2.აიღეთ პური ("ბულკი") მოაჭერით ზედა ნაწილი და კოვზის დახმარებით ამოაცალეთ შიდა ნაწილი. დატოვეთ 1 სმ სისქის გარეკანი.

    3. დაჭერით ბეკონი სასურველ ფორმებად და მოათავსეთ პურის ფსკერზე, შემდე კი ფრთხილა დაახალეთ კვერცხი.

    4. ამის შემდეგ მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი,ზემოდან კი დაახეხეთ ყველი.

    5. პურის შიგნითვე , ჩანგლით ადღვიბეთ მასა და პურს დააფარეთ ის ნაწილი, რომელიც თავიდანვე მოაჭერით.

    6. პურები გაახვიეთ ფოლგაში, მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ 10 წუთის განმავლობაში.


    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა