სალათი "დეკემბრის საღამო"

4-06-2023, 10:21
144 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ნიგოზი - 100.00 გ
  • მაიონეზი
  • ხახვი - 90.00 გ
  • ჭარხალი - 150.00 გ
  • მარილი და პილპილი
  • ზეთი
  • მაგარი სახეობის ყველი - 150.00 გ
  • სტაფილო - 120.00 გ
  • ქათმის ღვიძლი - 300.00 გ

    მომზადების წესი

    გასუფთავეთ ღვიძლი, მოაცალეთ ცხიმიანი ნაწილები, დაჭერით წვრილად.

    გაფცქვენით და დაჭერით წმინდად ხახვი. გაფცქვენით და გახეხეთ სტაფილო.

    გაახურეთ ტაფა, დაასხით ზეთი. ოდნავ მოხრაკეთ ხახვი, დაუმატეთ სტაფილო. თუშეთ რამდენიმე წუთი. მოუმატეთ ცეცხლს, დაუმატეთ დაჭრილი ღვიძლი და განაგრძეთ მოთუშვა 5 წუთის განმავლობაში. შეკმაზეთ მარილითა და პილპილით.

    გაახვიეთ ჭარხალი ფოლგაში და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 1 საათით. გააცივეთ, გაფცქვენით და გახეხეთ.

    დაუმატეთ მარილი და პილპილი. გახეხეთ მსხვილად ყველი. დაჭერით ან დაფქვით მსხვილად ნიგოზის ნახევარი.

    სასალათეში გაანაწილეთ პირველ ფენად ჭარხალი, წაუსვით მაიონეზი, მოაყარეთ დაჭრილი ნიგოზი, წაუსვით კვლავ მაიონეზი. ზემოდან გაანაწილეთ მოთუშული ღვიძლი, წაუსვით კვლავ მაიონეზი. მოაყარეთ გახეხილი ყველი.

    მორთეთ ნიგვზის ლებნებით, ზემოდან გაუკეთეთ მაიონეზით ბადე, მოათავსეთ მაცივარში მთელი ღამით.

    მეორე დღეს გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა