სალათა გამომცხვარი ბადრიჯნისა და ქორფა პომიდვრისგან

4-06-2023, 10:58
126 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • ლიმონის წვენი
  • ზეითუნის ზეთი
  • პიტნა ან ქინძი
  • ნიორი - 1.00 თავი
  • წითელი ხახვი - 1.00 თავი
  • ვარდისფერი პომიდორი - 3.00 ცალი, საშუალო ზომის
  • ბადრიჯანი

    მომზადების წესი

    გაახურეთ ღუმელი 200 გრადუსამდე.. გაჭერით ნივრის თავი სიგანეზე შუაში. მოასხით ლიმონის წვენი გადანაჭრელზე და მოაყარეთ მარილი. გაახვიეთ ფოლგაში, თუმცა მჭიდროდ არა.

    მთელ-მთელი ბადრიჯნები დაჩხვლიტეთ ჩანგლით ყველა მხრიდან ან დასერეთ დანით, რათა ღუმელში არ დასკდეს.

    დაალაგეთ გამოსაცხობ ფირფიტაზე ბადრიჯნები ფოლგაში გახვეულ ნიორთან ერთად და მოათავსეთ ღუმელში 30 წუთით.

    ბადრიჯანიც და ნიორიც უნდა დარბილდეს.

    გამომცხვარი ბადრიჯანი გაჭერით სიგანეზე, გააცივეთ და ამოაცალეთ რბილობი. დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.

    მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით ლიმონის წვენი.

    ნიორი გაარჩიეთ კანისგან, ჩანგლით გაქენით და შეურიეთ ბადრიჯნის რბილობს.

    პომიდორი დაჭერით თქვენთვის სასურველი ზომის ნაჭრებად, ხოლო ხახვი თხელ ნახევარწრეებად. დაჭრილი ხახვი ჩყარეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი, მოასხითზეითუნის ზეთი. და ხელით ოდნავ ასრისეთ.

    ყველა ინგრედიენტი აურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ კიდევ მარილი და პილპილი, მოასხით ზეითუნის ზეთი და ლიმონის წვენი. მორთეთ ქინძის ან პიტნის ფოთლებით.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა