ქათმის სალათა ფორთოხლის ფიალებში - სადღესასწაულოდ!

2-06-2023, 19:04
217 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ბროწეულის მარცვლები
  • მაიონეზი
  • ნიგოზი - 100.00 გ
  • კვერცხი - 3.00 ცალი
  • ქათმის ფილე - 1.00 ცალი
  • ზეთი
  •  მარილი
  • მაგარი სახეობის ყველი - 150.00 გ
  • კრაბის ჩხირები - 200.00 გ
  • ფორთოხალი - 3.00 ცალი

    მომზადების წესი

    მოხარშეთ კვერცხი, მოათავსეთ ცივ წყალში, შემდეგ კი გაფცქვენით.

    გარეცხეთ ქათმის ფილე და გაჭერით სიგანეზე სამ ნაწილად, მოაყარეთ მარილი.

    შეწვით ფილე ზეთში ორივე მხრიდან. გააცივეთ.

    გარეცხეთ კარგად ფორთოხალი. აიღეთ პატარა, მჭრელი დანა და გააკეთეთ ფორთოხლის ცენტრში ზიგზაგისებური ჩანაჭრელები.

    იმისათვის, რომ ფორთოხლის მომავალი ფიალები მყარად დადგეს, მოაჭერით ცოტათი ბოლოები.

    ასევე ბასრი დანის მეშვეობით ამოჭერით ფორთოხლის რბილობი ფრთხილად, რომ არ დააზიანოთ კანები. რბილობი მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში.

    დაჭერით პატარა კუბიკებად კრაბის ჩხირები და მოხარშული კვერცხი. მოათავსეთ ღრმა ჯამში.

    დაჭერით ფორთოხლის ნაწილი რბილობი ასევე კუბიკებად, მოათავსეთ საწურზე, რათა დაიწუროს ზედმეტი წვენი.

    მოხალეთ მშრალ ტაფაზე ნიგოზი და დაჭერით წვრილად.

    პატარა ნაჭრებად დაჭერით ქათმის ფილე, გახეხეთ ყველი. დაუმატეთ ქათმის ხორცი, ყველი და ნიგოზი სალათის ძირითად მასას ღრმა ჯამში, მოასხით მაიონეზი და ფრთხილად ამოურიეთ.

    დაუმატეთ დაჭრილი ფორთოხლის რბილობი და კვლავ ამოურიეთ. სადილის კოვზით ჩდეთ ფორთოხლის ფიალებში სალათა, მორთეთ გახეხილი ყველით და ბროწეულის მარცვლებით.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა