ისპანახის სალათი - კაფე "პიატოს" შეფ-მზარეულის რეცეპტი!

2-06-2023, 19:11
171 ნახვა
Aa

ყურადღება! ვიწყებთ იტალიური კაფეების ქსელის "პიატოს" საფირმო რეცეპტების ციკლს...

თვალყური ადევნეთ რუბრიკას, თუ გიყვართ ევროპული სამზარეულო და განსხვავებული, პიკანტური გემო!

ინგრედიენტები

სალათის დრესინგისთვის:

  • ზეითუნის ზეთი - 10.00 მლ
  • ფორთოხლის წვენი - 20.00 მლ
  • ყავისფერი შაქარი - 1.00 გ
  • ლიმონის წვენი - 10.00 მლ
  • მარცვლოვანი მდოგვი - 20.00 გ

ინგრედიენტები

  • ნივრის კრემი
  • მწვანე ბულგარული წიწაკა - 50.00 გ
  • წითელი ბულგარული წიწაკა - 50.00 გ
  • მოხარშული კვერცხი - 1.00 ცალი
  • ისპანახი - 100.00 გ

    მომზადების წესი

    მოვხარშოთ ერთი კვერცხი. შემდეგ გავასუფთავოთ 100გისპანახი. დავჭრათ მწვანე ბულგარული 50გდა წითელი ბულგარული 50 გგრძლად.


    შემდეგი ეტაპია სალათის დრესინგის მომზადება:ვიღებთ 20მლფორთოხლის წვენს, 10 მლლიმონს, 1 გშაქარს და ვურევთ გახსნამდე, ვუმატებთ მარცვლოვან მდოგვს, 10მლზეითუნის ზეთს,ცოტა მარილს და მწიკვ ნივრის კრემს (ნახევარი გრამი.) ბოლოს მოხარშულ კვერცხს ვჭრით მოზრდილ ნაჭრებად და ვაფორმებთ სალათს.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა