მარწყვის სალათი ისპანახითა და ნუშით

30-05-2023, 11:51
208 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ნუში ან ნიგოზი
  • ისპანახის ფოთლები
  • ზეითუნის ზეთი
  • მწიკვი მარილი
  •  შაქარი
  • ვაშლის ძმარი ან ბალზამიკო
  • მარწყვი

    მომზადების წესი

    ბლენდერში გავთქვიფოთ 1 ჭიქა მარწყვი, ძმართან, შაქართან და შამპანიურთან ერთად.

    ტაფაზე მსუბუქად მოვთუშოთ ისპანახის ფოთლები ზეითუნის ზეთთან ერთად 1 წუთის განმავლობაში ისე, რომ არ ვაცადოთ ისპანახს დარბილება.

    გადმოვიღოთ ღრმა თეფშზე ისპანახი, მოვაყაროთ დაჭრილი მარწყვი, მოვასხათ მარწყვისა და შამპანურის სოუსი, მოვაყაროთ მარილი, დავუმატოთ მოხალული ნუში და მსუბუქად ამოვურიოთ. გასაფორმებლად მოვაყაროთ დარჩენილი მარწყვი და ნუში.

    სურვილისამებრ, სალათს შეგიძლიათ მოაყაროთ რიკოტა, ფეტა ან თხის ყველი.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა