საახალწლო სალათა "ცხენი" 2014 წლის სიმბოლო

26-05-2023, 11:36
163 ნახვა
Aa

2014 წელი წელი ცხენის წელია. სუფრის გასალამაზებლად, შეგიძლიათ სალათა ცხენის ფორმით წარმოადგინოთ.

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • მარილი და პილპილი
  • კვერცხი, მოხარშული
  • ქათმის ფილე, მოხარშული
  • კიტრი
  • მაიონეზი
  • სოკო
  • ხახვი

    მომზადების წესი

    მოხარშული ქათმის ხორცი წვრილად დავჭრათ. სოკო და ხახვი ერთად მოვშუშოთ.
    კიტრი წვრილად დავჭრათ. კვერცხის გული და ცილა გავაცალკევოთ და ცალ-ცალკე გავხეხოთ.

    კიტრი და ქათმის ხორცი შევურიოთ ერთმანეთს, დავამატოთ მაიონეზის ნაწილი. დავამატოთ მარილი და პილპილი. თეფშზე ისე დავდოთ, რომ ცხენის თავის ფორმა მივცეთ.
    მაიონეზი შევურიოთ კვერცხის გულსაც, ისე რომ არაჟანივით მასა  მივიღოთ. წავუსვათ სალათას ზემოდან. მოვაყაროთ გახეხილი ცილა. ფაფარის ადგილას სოკო მოვაყაროთ, თვალებიც სოკოთი გავუკეთოთ.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა