სალათა "ბეკეკა" საახალწლო სუფრისთვის

20-05-2023, 13:51
248 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • ზეთისხილი
  • ყველი
  • კიტრის მწნილი
  • ლორი
  • ნიორი
  • მაიონეზი
  • მოხარშული კვერცხი
  • მოხარშული კარტოფილი 

    მომზადების წესი

    მაიონეზს შეურიეთ დაჭყლეტილი ნიორი და ცოტაოდენი წყალი, მაგრამ ძალიან ნუ გაათხელებთ.  
    კარტოფილი გახეხეთ და გადაიტანეთ თეფშზე სალათის პირველ ფენად. მიეცით ბატკნის თავის ფორმა. წაუსვით მაიონეზის თხელი ფენა. ლორის ფორფიტებისგან გავუკეთოთ ყურები "ბატკანს", დანარჩენი წვრილად დავჭრათ და სალათის მეორე ფენად გავანაწილოთ. გადავუსვათ თხლად მაიონეზი. შემდეგ მოვაყაროთ წვრილად გახეხილი კვერცხის გული და დაჭრილი კიტრის მწნილი. გადაუსვიტ მაიონეზი ზემოდან და გვერდებზე. ზემოდან დაფარეთ გახეხილი კვერცხის ცილით. მაიონეზი წაუსვით მხოლოდ იმ ადგილას, სადაც "ქოჩორს" უკეთებთ და მოაყარეთ გახეხილი ყველი. პირი და თვალები გაუკეთეთ ზეთისხილით, ყვავილი წითელი ტკბილი წიწაკით. სალათა რამდენიმე საათი გააჩერეთ მაცივარში.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა