სალათა "მაიმუნი"

10-03-2023, 21:23
207 ნახვა
Aa

რომელი ახალი წლის ღამე ჩაივლის შამპანურის, საცივის, გოზინაყისა და "ოლივიეს" გარეშე? მაგრამ ტრადიციულთან ერთად კიდევ ერთ საინტერესო იდეას გთავაზობთ: მოამზადოთ ორიგინალური სალათა, რომელიც თქვენი სუფრის მთავარი მშვენება გახდება.

ინგრედიენტები


მაიონეზი
მარილი და პილპილი
ზეთისხილი
ზეთი
შავი ქლიავის ჩირი
ნიგოზი
ქამა სოკო
ყველი
ხახვი
კვერცხი
ქათმის ფილე



მომზადების წესი:

პირველ რიგში მოხარშეთ ქათმის ფილე და კვერცხი.

დაჭერით ხახვი და სოკო. მოხრაკეთ ზეთში ჯერ ხახვი, შემდეგ დაუმატეთ სოკო. ხრაკეთ 10 წუთი.

ჩაალბეთ შავი ქლიავი ადუღებულ წყალში დაახლოებით 10 წუთი, მოხალეთ ნიგოზი, ხოლო ყველი გახეხეთ მსხვილ სახეხზე.

მოხარშული კვერცხი და ხორცი გააგრილეთ და დაჭერით წვრილად.

შეურიეთ ყველა ინგრედიენტი და დაუმატეთ მაიონეზი. მოაყარეთ მარილი და პილპილი!

დააქუცმაცეთ ბლენდერში ნიგოზი და წვრილად დაჭერით შავი ქლიავის ჩირი.

გადაიტანეთ სალათა თეფშზე. კოვზის მეშვეობით მიეცით მაიუმუნის თავის ფორმა.

მოაყარეთ დაქუცმაცებული ნიგოზი.

ახლა კი სალათის ყველაზე სასიამოვნო მორთვა! თმა, ყურები და სასიამოვნო ღიმილი შავი ქლიავით გაუკეთეთ. თვალები, ცხვირი – კვერცხის ცილისა და ზეთისხილისგან. ყურები შეგიძლიათ ყველის ნაჭრებითაც გაუკეთოთ.

ისეთი გამოვა, შეჭმაც კი დაგენანებათ! გემრიელად მიირთვით

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა