თინუსის სალათა "თოვლის ბაბუას ქუდი"

9-03-2023, 01:59
285 ნახვა
Aa

  • ინგრედიენტები



მარილი და პილპილი
მაიონეზი
პომიდორი
კვერცხი
გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის
დაკონსერვებული სიმინდი
თინუსის კონსერვი

  • მომზადების წესი:

თინუსი აძენძეთ ჩანგლით.

მაგრად მოხარშული კვერცხი დაჭერით წვრილად.

დაჭერით 100 გ პომიდორი, დარჩენილი 100 გ სალათის მოსართავად დაგჭირდებათ.

გახეხეთ ყველი.

თინუსს შეურიეთ კვერცხი, დაჭრილი პომიდვრის ნაწილი, სიმინდი, მოაყარეთ მარილი და პილპილი, მოასხით მაიონეზი. გადაიტანეთ გაშლილ თეფშზე და მიეცით გორის ფორმა.

სალათის მორთვა: გახეხილს ყველს შეურიეთ მარილი და სალათის ირგვლივ გაანაწილეთ.

პომიდორი დაჭერით კუბიკებად და სალათის თავზე დაადეთ. სულ ბოლოს გაუკეთეთ ყველისგან "პომპონი". თოვლის ბაბუას მხიარული ქუდი-სალათ მზად არის.

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა