კიბორჩხალას ჩხირების სალათის ორიგინალური ვერსია საახალწლო სუფრისთვის

5-03-2023, 16:34
220 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  • მარილი
  • კამა
  • მაიონეზი
  • ზეთისხილი, უკურკო
  • ნიორი
  • მაგარი სახეობის ყველი
  • რბილი ყველი
  • კვერცხი 2 ცალი
  • კრაბის ჩხირები

მომზადების წესი

მომზადება:
კვერცხი მოხარშეთ მაგრად. გააცალკევეთ გული და ცილა და ცალ-ცალკე გახეხეთ.
ყველი და კიბორჩხალის ჩხირებიც გახეხეთ წვრილ სახეხზე. დაუმატეთ დაჭრილი კამა და დაჭყლეტილი ნიორი.
გახეხილი ყველი, კვერცხის ცილა, კიბორჩხალის ჩხირები, ნიორი და კამა შეურიეთ ერთმანეთში. დაუმატეთ მაიონეზი, მოაყარეთ მარილი გემოვნებით და აურიეთ.
აიღეთ კოვზით მიღებული მასა და ხელით მიეცით პატარა ბლინის ფორმა, ჩაუდეთ გულში ზეთისხილი და შეკარით ბურთად. ამოავლეთ გახეხილ კვერცხის გულში და მოათავსეთ ლანგარზე. ასე გააკეთეთ მთელი სალათა.
მორთეთ მწვანილით და მიიტანეთ სუფრასთან.
გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა