სალათა "ნალი" - ცხენის წლის აღსანიშნავად

10-03-2023, 21:07
221 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

  1. ბოლოკი
  2. კიტრი
  3. მწყრის კვერცხი, მოხარშული
  4. მოხარშული კვერცხი
  5. მოხარშული ქათმის ხორცი
  6. სტაფილო
  7. წითელი ხახვი
  8. მაიონეზი
  9. მაგარი ყველი, გახეხილი
  10. პამიდორი
  11. ზეთისხილი

მომზადების წესი

ხახვი დავჭრათ წვრილად, ფილე კუბიკებად, სტაფილოგავხეხოთ მსხვილად.
კვერცხის ცილა და გული ცალ-ცალკე გავხეხოთ.

სალათი უნდა ავაწყოთ ნალის ფორმით, თან თითოეულ ფენას წავუსვათ მაიონეზის თხელი ფენა.

1-ლი ფენა - გახეხილი ცილა და მაიონეზი.
მე-2 ფენა - ქათმის ფილე, ხახვი და მაიონეზი.
მე-3 ფენა სტაფილო და მაიონეზი.
მე-4 ფენა კვერცხის გული. ზემოდან და გვერდებზე მოვაყაროთ გახეხილი ყველი და სალათა მაცივარში შევინახოთ.

სუფრაზე მიტანის წინ მოვრთოთ მწყრის კვერცხებით, პამიდვრის ვარდებით, ბოლოკისა და კიტრის ფიგურებით, ნაპირზე კი შემოვუწყოთ ზეთისხილი 👩‍🍳

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა