ინგლისური ფუნთუშები-სკონები საუზმისთვის - მიირთვით მურაბასთან და ათქვეფილ ნაღებთან ერთად!

+1
22-06-2023, 13:08
318 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ათქვეფილი ნაღები
  • ნებისმიერი ხილის ჯემი
  • ქიშმიში
  • კვერცხი
  • რძე
  • კარაქი
  • შაქარი
  • ფქვილი

    მომზადების წესი

    მომზადების წესი:
    კარაქი დაჭერით კუბიკებად. გაახურეთ ღუმელი 220 გრადუსზე, ფირფიტას მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი
    სამზარეულოს კომბაინში აურიეთ ფაქვილი, კარაქი და შაქარი. უნდა მიიღოთ ფხვიერი მასა.
    გადაიტანეთ ჯამში და შეურიეთ ქიშმიში.
    ჯამში ათქვიფეთ ხელის ზამბარით 2 კვერცხი და რძე, მიღებული მასა დაუმატეთ ცომს. აკეპეთ დანით. შემდეგ ხელით გააკეთეთ გუნდა.
    გადაიტანეთ ცომი ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე და გააბრტყელეთ 2,5 სმ სისქის ფირფიტად.
    5 სმ დიამეტრის მქონე რელიეფური ფორმით ამოჭერით წრეები და გადაიტანეთ ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე.
    ათქვიფეთ დარჩენილი კვერცხი და წაუსვით ცომის ნაჭრებს.
    აცხვეთ სკონები 10-12 წუთის განმავლობაში, სანამ ზედაპირი არ დაიბრაწება.
    შემდეგ გადაიტანეთ ცხაურზე და გააცივეთ.
    სუფრასთან მიიტანეთ მურაბასთან და ათქვეფილ ნაღებთან ერთად.
    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა