არაჟანში გამომცხვარი ხაჭოს ოლადები

29-05-2023, 12:59
186 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • თაფლი ან მურაბა
  • ერბო
  • მარილი
  •  შაქარი
  • ფქვილი
  • მანის ბურღული
  • კვერცხი
  • ნაღები
  • არაჟანი 20%
  •  ხაჭო

    მომზადების წესი

    ხაჭოში გაქენით კვერცხი, შაქარი და მარილი. დაუმატეთ მანის ბურღული და ფქვილი. მოზილეთ ერთგვაროვანი ცომი.

    დაისველეთ ხელები ცხელ წყალში და გააკეთეთ მიღებული ცომისგან დაახლოებით 10 სმ დიამეტრისა და 2 სმ სისქის ოლადები.

    მზა ოლადები დაალაგეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე.

    ღრმა, სქელძირიან ტაფაში გააცხელეთ ერბო და შეწვით საშუალო ცეცხლზე ოლადები, თითომხრიდან დაახლოებით 3-4 წუთის განმავლობაში. აუცილებელი არ არის, ბოლომდე გამოცხვეს, მაინც ღუმელში უნდა შეწვათ.

    წაუსვით გამოსაცხობ ღრმა ფორმას (კერამიკულს ან ლითონის) თხლად ცხიმი, დაალაგეთ შემწვარი ოლადები ფორმის ფსკერზე (სასურველია, ერთ ფენად).

    ცალკე ჯამში არაჟანში აურიეთ ნაღები, ოდნავ ათქვიფეთ ჩანგლით და მოასხით მიღებული სოუსი ოლადებს. მოათავსეთ ფორმა 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი, სანამ ზედაპირი არ დაიბრაწება.

    სუფრასთან მიიტანეთ თაფლთან ან ნებისმიერ მურაბასთან ერთად.

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა