ჰამბურგერის პურები: ფუმფულა და ჰაეროვანი როგორც ღრუბელი!

22-06-2023, 12:46
197 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • ქუნჯუთის მარცვლები
  • ზეთი - 1 სკ
  • მწიკვი მარილი
  • შაქარი - 1 სკ
  • რძე - 200 მლ
  • მშრალი საფუარი - 0.5 ჩკ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • ფქვილი - 360 g

    მომზადების წესი

    რძე შეათბეთ და დაუმატეთ შაქარი და საფუარი, მოურიეთ და ჩაახალეთ კვერცხი, დაუმატეთ ზეთი და კარგად ათქვიფეთ მიქსერით ან ხელის ზამბარით.

    დაუმატეთ ფქვილი და მარილი და მოზილეთ თხელი ცომი ზეთში დასველებული ხელებით.

    გადააფარეთ ცომს ჩაის ტილო და გააჩერეთ 1 საათით თბილ ადგილას.

    შემდეგ მოაყარეთ სამუშაო ზედაპირს ფქვილი, გადმოიტანეთ ზედ ცომი, კიდევ ერთხელ კარგად ჩაზილეთ და გააბრტყელეთ 1,5-2 სმ სისქის ფირფიტად.

    ამოჭერით თანაბარი წრეები და მოათავსეთ პერგამენტ დაფენილ ლითონის ფირფიტაზე.

    გააჩერეთ თბილ ადგილას, შემდეგ კი წაუსვით ზედაპირზე სპეციალური ფუნჯით წყალი, მოაყარეთ ქუნჯუთი. აცხვეთ პურები 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში, სანამ ზედაპირი არ მოებრაწება.

    გააგრილეთ ლითონის ცხაურზე და მოამზადეთ საყვარელი ჰამბურგერები!

    გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა