არომატული და დაბრაწული არაჟნიანი ფუნთუშები შაქრით ჩაისთვის!

22-06-2023, 10:22
133 ნახვა
Aa

ინგრედიენტები

ინგრედიენტები

  • არაჟანი და შაქარი
  • ზეთი შესაწვავად
  • ფქვილი - 3 ჭიქა
  • ზეთი - 2 სკ
  • შაქარი - 1 სკ
  • მარილი - 1 ჩკ
  • მშრალი საფუარი - 1 ჩკ
  • კვერცხი - 1 ცალი
  • რძე - 1 ჭიქა

    მომზადების წესი

    რძეში გახსენით საფუარი, დაუმატეთ ზეთი, მარილი, შაქარი, კვერცხი და ფქვილი. მოზილეთ ცომი. გადააფარეთ ცომს ჩაის ტილო და გააჩერეთ თბილ ადგილას 1 საათით. შემდეგ ჩაზილეთ და გაყავით ცომი პატარა ნაწილებად. გააბრტყელეთ თითოეული ცომის ნაჭერი 0,5-0,7 მმ სისქეზე.შეწვით ფუნთუშები გახურებულ ზეთში ყველა მხრიდან.მზა ფუნთუშები გადაიტანეთ თეფშზე და წაუსვით ცხელ ცხელს არაჟანი და მოაყარეთ შაქარი.გემრიელად მიირთვით!

გაზიარება:
FACEBOOK კომენტარები
რეკლამა